აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2019 წლის ბიუჯეტის შესახებ და 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი (09-01-08/69, 31.10.2018, გადამუშავებული ვარიანტი) უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს 30-ე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. ორივე საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ , რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ნინო ჩხეტიას მიერ სხდომაზე წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხზე- საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტსა და,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“,ასევე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების პროექტებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით 2019 წლის 31 იანვრამდე განიხილება.

სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, ამავე ფრაქციის წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი, ხოლო სხვადასხვა საკითხი კანონმდებლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა