სამტრედიის, ბაღდათისა და ვანის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა წყალმომარაგების გაუმჯობესებული გრაფიკით სარგებლობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტეში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შიდა სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვანში, სამტრედიასა და ბაღდათის რამდენიმე ქუჩაზე წყლის ინფრასტრუქტურა განახლდა, შედეგად მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი და ხარისხი გაუუმჯობესდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვანში, თავისუფლების ქუჩაზე მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებაზე გადავიდა. ამორტიზებული წყალმომარაგების მაგისტრალი ახალი მილებით შეიცვალა სამტრედიაში, დადიანისა და ნინოშვილის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთზე, რის შედეგად 200-მდე ადამინისთვის სასმელი წყლის გრაფიკი გაუმჯობესდა. ამასთან, სამტერდიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად, მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით უკვე სარგებლობს.

წყლის ინფრასტრუქტურული სამუშაობი დასრულდა ბაღდათის რამდენიმე ქუჩაზე: წერეთლის, თამარ მეფისა და ფურცელაძის, ასევე სოფელი ფერსათის მაცხოვრებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა