ტრამპმა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი მისდამი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში და „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი მისდამი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში და „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი იმდენად მიკერძოებულნი არიან „დემოკრატების“ სასარგებლოდ, რომ ეს უკვე სასაცილოა! სხვათა შორის, Twitter-ი კიდევ უფრო უშლის ხელს ხალხს, შემოუერთდნენ ჩემს ექაუნთს @realDonaldTrump. მათ წაშალეს ბევრი მომხმარებელი და მნიშვნელოვნად შეამცირეს ჩემი გვერდის მოწონების მატების დონე და სიჩქარე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაცია მისი გვერდის მომწონებელი მომხმარებლების წაშლაში დაადანაშაულა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრი ყალბი ექაუნთი იყო წაშლილი.

ამჟამად Twitter-ში დონალდ ტრამპის გვერდს 56,3 მილიონი მომწონებელი ჰყავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა