სააპელაციო სასამართლომ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გაუქმების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გაუქმების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა, შესაბამისად მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვდა გაუქმებულიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმი.

„შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ვითხოვთ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ძალადობის, დაშინების და მოსყიდვის ფაქტებს. ასევე, დარღვევა იყო ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ყველა ფაქტი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ჟამუტაშვილმა.

ოპოზიცია სამართლებრივი დავის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა