„საპარტნიორო ფონდმა“ და ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს

„საპარტნიორო ფონდს“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ ბიზნესის განვითარების რეგიონული ხელმძღვანელი, ალი ახმედოვი ეწვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხელაიამ, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფონდის მანდატი, საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და ინვესტირების პრინციპები განმარტეს. თავის მხრივ, ალი ახმედოვმა დეტალებში წარმოადგინა ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ რეგიონული პოლიტიკა და გამართა პრეზენტაცია შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ბანკის სტრატეგიის შესახებ.

„სოსიეტე ჟენერალის“ წარმომადგენელი „საპარტნიორო ფონდის“ მსხვილი პროექტებით დაინტერესდა და მათში ფინანსური თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტული ამოცანების დასახვის მიზნით, მომდევნო სამუშაო შეხვედრა 2019 წლის დასაწყისში დაგეგმეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა