ანონსი  19 დეკემბერი

19 დეკემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი; პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა; პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა; პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მის.: თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ნიკოლოზობასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესებას ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციისათვის. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების და მათზე რეაგირების პრაქტიკის შესახებ.

მის.: რუსთაველის გამზ. #13

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული ვორქშოფი ჟურნალისტებისთვის „ექსტრემიზმისა და სიძულვილის ენის გაშუქება მედიაში“.

მის.: მ. კოსტავას ქ. #14

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ხურვალეთს მოინახულებენ, ადგილობრივ მოსახლეობას და 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ.

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, 11:00 საათზე კი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის.: ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია

საკონტაქტო პირი დათო კაკულია - 577110556

19 დეკემბერს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ზვიად გამსახურდიას საქმე. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების პროტესტი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

19 დეკემბერს, 10:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიების დაჩაქრების მოთხოვნით, განცხადებას შეიტანს და ე.წ. ყალბი სესხების საქმეზე არსებულ ახალ გარემოებებზე ისაუბრებს.

მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #25

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

19 დეკემბერს, 11:00 საათზე დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: შარტავას ქ. N7, თბილისის მერია

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის.: ალექსიძის ქ.#12, მრავალფუნქციური კომპლექსი Kind David

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 2019 წლიდან ტექდათვალიერების ვალდებულება ყველა ტრანსპორტისთვის - რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ტექდათვალიერების ცენტრების გამართულობის კუთხით; რა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ ისინი; რჩება თუ არა კორუფციის მექანიზმები და მონოპოლია ბაზარზე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19, (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 დეკემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის დედის , ია მეტრეველის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბუტა რობაქიძის საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

19 დეკემბერს, 11:30 საათზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტექდათვალისერების ცენტრების კვლევის შედეგები და პრობლემები; დახარვეზებული ტრანსპორტის მოჭარბებული რაოდენობა და სტატისტიკა; აღსრულების პრობლემა, რომელსაც 2019 წლიდან ამოქმედებული ტექდათვალიერების ნორმა ვერ შეცვლის.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19, (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გენდერული თანასწორობის საბჭო სამუშაო ფორმატში წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე.

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ „აჭარა ჯგუფის“, თიბისი ბანკის, EBRD-ისა და GRDC-ის წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, თიბისი ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, “GRDC” და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმროს ააშენებს.

მის.: მ. კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმსი“

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, კამპანიის „გაეცანი წარმოებას“ ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საწარმო „ემჯიემტექსს“ ეწვევა.

მის.: ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #47

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრას გამართავს.

მის.: ოზურგეთი, მერაბ კოსტავას ქ. N1, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სტატისტიკურ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის ინტერაქტიულ პლატფორმას (Business Intelligence - “BI”) წარადგენს.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

19 დეკემბერს, 13:00 საათზე, პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის ეროვნული კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და დამსწრეთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიანსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - კრისტიან ურსე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე;

მის.: „ქორთიარდ მარიოტი“ (თბილისი, თავისუფლების მოედანი, #4),

19 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ანჩისხატის სახატე ვიტრინის პროექტს საზოგადოებას გააცნობს. პროექტი უცხოური კომპანიის მიერ არის შესრულებული და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კულტურის სამინისტროშია წარდგენილი.

მის.: თავისუფლების მოედანი #4, შეხვედრების დარბაზი #3

საკონტაქტო პირი ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 592 033 104

19 დეკემბერს, 13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი V სართული

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის.:თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, გიორგი კვესიტაძე გახსნის.

მის.: რუსთაველის გამზ. #52, III სართული.

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია და კონკურსში გამარჯვებული საქართველოს მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის.: თავისუფლების მოედანი N4

19 დეკემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი შუამთის მონასტრის რეაბილიტაცის ფონდის წარდგენა გაიმართება.

მის.: გუდიაშვილის ქ. #7

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ გამართავს სამუშაო შეხვედრას - „დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის“, სადაც მოხდება დასაქმების პორტალის პრეზენტაციაც. შეხვედრას ბიზნეს კომპანიებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) დაარსებიდან 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე გახსნის. ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების მოედანი N2

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, გიგი წერეთელის და მანანა ქუთათელიძის წიგნის “თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობების” პრეზენტაცია გაიმართება.

მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. გუდიაშვილის 7, III კორპუსი.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ ჯ.რ.რ ტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება.

მის.: კანდელაკის ქ.#7

საკონტაქტო ტელ.: 558 15 15 83

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა" და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 70-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და 80-მდე ბიზნესმენი დაესწრება.

მის.: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598668806

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა