ფოთში 2019 წლის ბიუჯეტი განიხილეს

ფოთში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურმა წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2004 ათასი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.

,,ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. როგორც ვიცით ქალაქში მიმდინარეობს კანალიზაციის პროექტის განხორციელება და ამის გამო გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ამდენად ჩვენი ძირითადი მიზანია გზების, არხების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ასევე მოხდება მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ეზოების კეთილმოწყობა“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებლებმა დაზიანებული სახურავების შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა მოითხოვეს. თავის მხრივ, ქალაქის მერი მათ აღნიშნული საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა