ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განვითარების სააგენტო Civil Development Agency (CiDA)-ს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში. კომპანიის ცნობით, შეხვედრა ქალთა როლის გაძლიერებასა და ბიზნესში მათ კორპორაციულ მდგრადობას შეეხებოდა. ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ფოთის პორტში ქალთა გაძლიერების კუთხით გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები WEP (Women Empowermen Principles) პრინციპების დანერგვის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, ამავე თემაზე მოეწყო დისკუსია. ინიციატივაში მონაწილე კომპანიების ხელმძღვანელებმა განიხილეს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს კომპანიასა და საზოგადოებას ქალების მეტმა ჩართულობამ ბიზნეს სექტორში. „აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ფოთის პორტი აქტიურად მონაწილეობს ამ ინიციატივაში, რადგან ქალების მეტი ჩართულობა და აქტიურობა ხელს უწყობს ბიზნესისა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას“, - აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა