ეგორ კოჩიევი - სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნა აუცილებელია, მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრას ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი კონსტრუქციულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

კოჩიევის თქმით, სამხრეთოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნის აუცილებლობაზე, რაზეც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია.

„ჩვენ შევეცადეთ აღგვენიშნა, რომ ამ საკითხს ადამიანების ცხოვრების გასაიოლებლად მხოლოდ პრაქტიკული ხასიათი გააჩნია. მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო და აღარ იქნება ამასთან დაკავშირებით დამრღვევის დაკავება და სასამართლო გარჩევები“, - განაცხადა კოჩიევმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა