22 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართება

22 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ახალი წლის და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

„22 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც ყველას, მთელ ქალაქს ვიწვევთ მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით. საკმაოდ საინტერესო სანახაობა ელით, გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება. მოგმართავთ თხოვნით, საღამოს 8 საათზე, 22-ში მობრძანდით და ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე", - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტრადიციულად წელსაც, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.

„31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე.

დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ.

მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება: იგი 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგანგებოდ 22 დეკემბრისთვის, დაიდგმება სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე.

„სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მსახიობები, მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, სპორტსმენები, მოძრაობის თეატრი, 82 ნიჭიერი ბავშვი და პირველად ხდება, რომ დადგმას ეყოლება სუდო თარჯიმანი“, - აცხადებენ მერიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა