ზაალ უდუმაშვილი - დღეს საბრალდებო სკამზე დავით კირკიტაძე კი არა, გიორგი გახარია უნდა იჯდეს

დღეს საბრალდებო სკამზე დავით კირკიტაძე კი არა, გიორგი გახარია უნდა იჯდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა, სადაც კირკიტაძის მეგობრები და პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, კირკიტაძის გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით, კირკიტაძე ივანიშვილის და გახარიას პირადი პატიმარია.

"ჩვენი სამოქმედო გეგმა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო. პოზიტიური იმედი მაქვს-მეთქი იმ სასამართლოსგან, რომელიც სასამართლო კი არა, ივანიშვილის სანოტარო ბიურო გახლავთ, მოგატყუებთ. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ დღეს დავით კირკიტაძე გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან. ის არის გახარიას და ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. იმ კადრებით, რომლითაც ხელისუფლება აპელირებს და ამბობს, რომ იქ თითქოს, სამართალდარღვევა იყო, კარგად შეხედონ იმ კადრებს, საიდან იწყება სამართალდარღვევა. სამართალდარღვევა იწყება იქიდან, როცა გზა ჩაუხერგეს მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც თელავში მიდიოდნენ. დღეს, საბრალდებო სკამზე დავით კირკიტაძე კი არა, გიორგი გახარია უნდა იჯდეს", - აცხადებს უდუმაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა