ლევან ხაბეიშვილი - დავით კირკიტაძე არის პირადად გახარიას და ივანიშვილის პატიმარი

ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება და დავით კირკიტაძე პატიმრობაში არ დატოვოს. სამართლებრივად დავით კირკიტაძეს არც პატიმრობა ემუქრება და არც დაკავებული უნდა იყოს, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, კირკიტაძე არის პოლიტიკური პატიმარი და მისი მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის პირადად გახარიას და ივანიშვილის პატიმარი, ვერ აპატიეს, რუსთავში ორივე ტურში არჩევნები რომ მოიგო. ჩვენ აქ ჩვენს თანაგუნდელს სოლიდარობას ვუცხადებთ და ვეუბნები ხელისუფლებას, ყველა რისკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად ყველა ვართ ბრძოლისთვის მზად და რა თქმა უნდა, არავის არაფრის ეშინია. დავით კირკიტაძე პატიმრობით, დაკავებით შეაშინონ, სასაცილოდაც არ ღირს. შესაბამისად, ამ კრიმინალებთან ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება", - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

როგორც ის აცხადებს, თუ კირკიტაძეს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, ისინი ბრძოლას განაგრძობენ კონსტიტუციის და კანონით გათვალისწინებული ნორმებით.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს წინ დავით კირკიტაძის მეგობრები და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა