ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობის ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა

პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა. პარლამენტის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნიამ დააჯილდოვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და რაც მთავარია უწყვეტობა და თანმიმდევრობა ამ გზაზე. მიხარია რომ, დღეს მაქვს საშუალება საუკეთესო პრაქტიკის მუნიციპალიტეტები დავაჯილდოვო“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კონფერენციის მიზანს საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი, მნიშვნელოვანი პროექტების თუ პროგრამების მაგალითების გაცნობა, გაზიარება და წახალისება წარმოადგენდა. ღონისძიებაში, რომელშიც 24 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ექსპერტები დაესწრნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს