ლევან იზორია პირველი ქვეითი ბრიგადის 26 წლის იუბილეს დაესწრო

აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 26 წელს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცეს. I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ მოწვეული სტუმრებისთვის 2018 წლის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ყურადღება გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ I ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

საზეიმო ცერემონიალი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვებით გაგრძელდა. მათ საშტატო იარაღები და უწყებრივი მედლები გადაეცათ.

„მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერა. დღესვე ქვედანაყოფში ღია კარის დღეც გაიმართა. მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ორგანიზებით, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის იუბილე სამწყობრო მოედანზე სამხედრო ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

I ქვეითი ბრიგადის ისტორია 1992 წლის 1 აპრილიდან იწყება. 1993 წელს მას ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სტატუსი მიენიჭა. ბრიგადა 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობითვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1085 ბრძანებით, I მსუბუქ ქვეით ბრიგადას V ქვეითი ბრიგადა შეუერთდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი ქვეითი ბრიგადა ჩამოყალიბდა. ბრიგადის დღედ 19 დეკემბერი გამოცხადდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა