დიმიტრი ცქიტიშვილი - პირადად მე არჩევანს დიმიტრი გაბუნიაზე არ შევაჩერებდი

პირადად მე არჩევანს დიმიტრი გაბუნიაზე არ შევაჩერებდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების კანონპროექტის შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

„რამდენად დავნიშნავდი თუ არა მე დიმიტრი გაბუნიას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად, გეტყვით, რომ მე არ დავნიშნავდი. საპარლამენტო მდივანის არჩევა პარლამენტის პრეროგატივა არ არის და შესაბამისად, კანდიდატურის შეფასება ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა. თუმცა, პირადად მე არჩევანს გაბუნიაზე არ შევაჩერებდი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად 18 დეკემბერს დანიშნა. დანიშვნამდე ზურაბიშვილს ფემინისტურმა გაერთიანებამ “ქალთა მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ფემინისტური გაერთიანების უკმაყოფილება დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც ის ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა