ვახტანგ შაქარიშვილმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ და საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო, მათ შორის საბურთალოს მე-6 ოლქის სწორი ურბანული განვითარების უზრუნველყოფა; საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; მოსახლეობის სოციალურ პირობებზე ზრუნვა; საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნება და ახლის შექმნა.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, 2018 წელს, საბურთალოს N6 ოლქის ტერიტორიაზე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა სამი უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი: მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

„აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 10 მილიონ ლარზე მეტი. შეიცვალა კომუნიკაციები, მოეწყო ველო ბილიკი, ე. წ. „ბას ლაინი“, ტროტუარი, შეიცვალა დაზიანებული კომუნიკაციები, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ბოძები. სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მოეწყო 2 საყრდენი კედელი და პარკირება“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საბურთალოს რაიონში განხორციელებული ყველა პროექტი თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად იგეგმება.

გარდა ამისა, ვახტანგ შაქარიშვილმა საბურთალოს რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელია ლოკალური და საქალაქო მნიშვნელობის ამოცანები.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტში საბურთალოს N6 ოლქისთვის გათვალისწინებულია ვიქტორ დოლიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირება, რის შემდგომაც წლის ბოლომდე უშუალოდ განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტის ნაწილში პრიორიტეტების შესაბამისად გათვალისწინებულია ყველა იმ პროექტის დაფინანსება, რომელიც საბურთალოს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას ემსახურება. კვლავ პრიორიტეტად რჩება საბავშვო ბაღის მშენებლობა დოლიძე-ხილიანის ტერიტორიაზე, მოგეხსენებათ, 2019 წელს გათვალისწინებულია ჩარჩო გეგმის მომზადება დოლიძე-ხილიანისა და მიმდებარე ტერიტორიის, სამომავლო განაშენიანების დაგეგმარების მიზნით, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოვიძიოთ მიწის ნაკვეთი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის. ჩემი მუშაობა ეფუძნება მმართველობით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობის პრინციპს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

წლიური ანგარიშის წარდგენას, საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა