ანონსი 21 დეკემბერი

21 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" EMC და IDFI წარადგენენ ჩრდილოვან ანგარიშს: სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა.

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

21 დეკემბერს, 09:30 საათზე, UNFPA-ს, UNICEF-ის და UNIDO-ს მხარდაჭერით თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდება. მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #9 (ფაბრიკა)

21 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გენდერული სტატისტიკის პორტალის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, „სინერჯი კაპიტალში“ გაიმართება ღონისძიება, რომელზეც სინერჯი კაპიტალი ქარელის ხილთან და ჩაიმანიასთან პარტნიორთა შეთანხმებას გააფორმებს. შეხვედრას დაესწრებიან სინერჯი კაპიტალის თანადირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი, დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი, ქარელის ხილის დამფუძნებელი გიორგი კვირიკაძე და ჩაიმანიას დამფუძნებელი ეკატერინე ვერულაშვილი.

მის.: სააკაძის დაღმართი N6, სართული #8

საკონტაქტო პირი ივა მათიაშვილი - 599 231 313

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: თხილის ექსპორტი და პრობლემები ევროკავშირის ბაზარზე; დაწუნებული და დაბრუნებული პროდუქცია და მიზეზები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურად დასახელება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ერთიანი ჯანმრთელობის დღე .

მის.: კახეთის გზატკეცილი #99, ადმინისტრაციული კორპუსის დიდი საკონფერენციო დარბაზი (I სართული)

საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

21 დეკემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების საკითხი; ბინადრობის უფლების "გაყიდვის" აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები. იუსტიციის სახლთან გამართული აქციების შედეგები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაეროს ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ევროკავშირის გამკაცრებული მოთხოვნები ექსპორტირებულ პროდუქციებზე, მათ შორის თხილზე; რა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ქართული პროდუქტები, რის გამოც მათ მიღებაზე უარს ამბობენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 დეკემბერს, 11:00 საათზე სოციალური მომსახურების სააგენტო „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

მის.: კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“, გარდენ ჰოლი.

21 დეკემბერს, 11:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ველისციხესა და თელავში მომხდარი ინციდენტები

მის.: ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი

21 დეკემბერს, 11:30 საათზე, კლუბ frontline Georgia-ში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) დელეგაცია უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ქართულ ენაზე თარგმნილ სამეცნიერო ლიტერატურას გადასცემს. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები.

მის.: ლადო ასათიანის ქ. N64

საკონტაქტო პირები: სოფიო ელიზბარაშვილი - 599 501 464; მაია ალხაზიშვილი - 591 601 721

21 დეკემბერს, 11:30 საათზე, კლინიკა „ლანცეტის“ მსჯავრდებული მფლობელის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: კლინიკა „ლანცეტის“ საქმეზე დაკავებულს ბრალი შეეცვალა და 6-დან 2-წლამდე შეუმცირდა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია მოეწყობა.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება მოსამზადებელი სხდომა საქმეზე, რომელსაც საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის სარჩელის საფუძველზე განიხილავენ. ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს სათამაშო ბიზნესის კრიმინალურ ბიზნესად მოხსენების გამო უჩივის. სასამართლო პროცესს ის ადამიანებიც დაესწრებიან, ვინც სათამაშო ბიზნესის მსხვერპლად მიიჩნევს თავს.

საკონტაქტო ტელ.: 551150773

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი კომისიის საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მის.: თავისუფლების მოედანი #2, თბილისის საკრებულო

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიება

მის.: გუდიაშვილის ქ. #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორს რადიოქალაქისა და ტელეანძის საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს.

მის.: კოსტავას ქ. N14, „რუმს ჰოტელ თბილისი“, ივენთ რუმი

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მომღერლის (ლირიკული ტენორი), პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის დავით ბადრიძის დაბადებიდან 120 წლისთვისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

საკონტაქტო პირი მაკო ფაცურია 599 90 08 33

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართება, სადაც დელეგატების წინაშე მოხსენებით სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი წარდგება. ასევე, ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები.

მის.: მელიქიშვილის ქ. N1 (საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია)

საკონტაქტო ტელ.: 599 58 00 01

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ზვიად ბოლქვაძე, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი სარეპეტიციო დარბაზი გაიხსნება.

მის.: უზნაძის ქ. 68

საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

21 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გო’ ე მიოს გრანდიოზული გალა ვახშამი გაიმართება, სადაც გამოვლინდება „წლის საუკეთესო რესტორანი“, „წლის საუკეთესო შეფ მზარეული“ და ასევე სხვა საინტერესო ნომინაციაში წარდგენილი საუკეთესო ნომინანტები.

21 დეკემბერს, 20:00 საათზე, ტექნოპარკში ღონისძიება "Fuckup Nights Tbilisi" გაიმართება.