სოზარ სუბარი - ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს და წინააღმდეგობას უწევენ მათ, არ არიან გმირები - ისინი არიან დამნაშავეები

მიგვაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს და წინააღმდეგობას უწევენ მათ, არ არიან გმირები - ისინი არიან დამნაშავეები - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა დავით კირკიტაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პირმა, ვინც მსგავს საქციელს სჩადის, პასუხი უნდა აგოს. „მე გავიხსნებდი 2004 წლის ამბავს, როდესაც დავით კირკიტაძე იყო პარლამენტის წევრი და ის იარაღით გაუსწორდა პარლამენტის დაცვის წევრს. მაშინდელი პრეზიდენტი, სააკაშვილი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც სცემა პარლამენტის დაცვის წევრს, არის გმირი და მას მადლობა გადაუხადა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს და წინააღმდეგობას უწევენ მათ, არ არიან გმირები, ისინი არიან დამნაშავეები და პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს