დავით ოქიტაშვილი - ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და თავისი სფეროსთვის

მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ, როგორც ჩანს, სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილთან მიმართებით მას უარყოფითი განცხადება არ გაუკეთებია და მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„მინდა ბოდიში მოვუხადო მკითხველს, მსმენელს, რადგან სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს და ისე გამოიტანეს სათაურში, რაც უნდოდათ. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და თავისი სფეროსთვის.

ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, ბატონო დავით, ქალბატონი ნინოს მეუღლე, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობას მოითხოვს, რომ ეს ხელისუფლება არის კრიმინალების, შეიძლება, რომ ასეთ თანამდებობაზე იყოს ნინო ანანიაშვილი და მათგან იღებდეს ხელფასს? რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არის ძალიან ცუდი. თუ ხელისუფლება არის კრიმინალი, თუ ხელისუფლება არის დასამხობი და მისი მეუღლე ამას იძახის, მაშინ ის ამ განცხადებას უნდა გაემიჯნოს. ღმერთმა დამიფაროს, მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიწყებს პერმანენტულ აქციებს, რათა ოპერა გათავისუფლდეს ვაშაძეებისა და ანანიაშვილების კლანისგან. მისი თქმით, ოპერის საბალეტო დასს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ნინო ანანიაშვილი, რადგან მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე „ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს“.

„კრიზისული მდგომარეობაა ოპერაში შექმნილი. ოპერის საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს დაამხოს ეს ხელისუფლება; საქართველოს მთავრობას კრიმინალებს ეძახის, ბიძინა ივანიშვილს – ნარკობარიგას. მე მივმართავ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ის ან გამოვიდეს და გაემიჯნოს და თქვას, რომ არ ეთანხმება მისი მეუღლის განცხადებებს, ან გადადგეს, რადგან ასე არ შეიძლება. ყველა ქვეყანაში ოპერა ქვეყნის სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო: "უხერხულია, როდესაც მისი მეუღლე და ოჯახის წევრი ითხოვს ამ ხელისუფლების დამხობას"

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია