დიმიტრი ქუმსიშვილი - ლევან ყიფიანთან დაკავშირებით ჩემ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, „სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლევან ყიფიანისაქმეზე შემხებლობა არ აქვს და მის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს. ასე უპასუხა ქუმსიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას გეგმავს ყიფიანთან დაკავშირებით.

ლევან ყიფიანთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ მივმართე სარჩელით პროკურატურას. ჩემი მიზანია, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. თუ იქ გამოძიება დაადგენს, რომ რაღაცა ხდებოდა, ეს უნდა დადგინდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა არ მაქვს და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის მაშინდელმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 27 სექტემბერს შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ აუდიო- ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ახსენებს ქუმსიშვილის გვარს და ამბობს, თითქოს მასთან შეთანხმებით სთავაზობდა "ომეგა ჯგუფს" კონკრეტულ გარიგებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს