კახა ოქრიაშვილი - გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი არის ორი განსხვავებული სიმძიმის დანაშაული და მათი შედარება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი ფაქტი ორი განსხვავებული სიმძიმის დანაშაულია და მათი ერთმანეთთან შედარება აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ოქრიაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შერჩევით სამართალზე საუბრობს, ავლებს პარალელს ახალქალაქში წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტსა და დავით კირკიტაძის მიერ ჩადენილ ქმედებას შორის, რაც არასწორია.

„თუ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას! ამასთანავე, პარალელის გავლება გურჯაანისა და ახალქალაქის ინციდენტებს შორის არასწორია: დავით კირკიტაძის შემთხვევში, საქმე გვაქვს ძალადობასთან სამართალდამცავების მიმართ, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევა და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხოლო ახალქალაქის ინციდენტი წარმოადგენს პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერთა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 5 პირის მიმართ, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პარალელის გავლება შესაძლებელია ახალქალაქისა და თიანეთის ინციდენტებს შორის. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პირველი დაპირისპირება ფიზიკური ძალის გამოყენებით, მოხდა თიანეთში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ “ოცნების“ მხარდამჭერს, რომელსაც, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ახალქალაქის ინციდენტის ანალოგიურად, მაშინ სასამართლომ თავდამსხმელი აქტივისტები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, გირაოთი გაათავისუფლა.

გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის ორი განსხვავებული სიმძიმის დანაშაული და მათი შედარება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია!“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა