ვაკეში მომხდარი სროლის გამო დაკავებულ დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სროლის გამო დაკავებულ დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, შემთხვევის ადგილიდან ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 21 მასრაა ამოღებული.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხრის არგუმენტაცია, მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით ნამდვილად არსებობს ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეში წარმოდგენილია, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის დროსაც ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე წარმოდგენილია ამ იარაღიდან გასროლილი მასრები, არის როგორც პატრულ ინსპექტორთა, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, ბრალდებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხზე დაზიანება მიიღო, რის გამოც ის კლინიკაშია მოთავსებული.

"ბრალდებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხზე დაზიანება მიიღო. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ის დაჭრილია, მაგრამ არ არის, ფეხზე აქვს ტრავმა, რის გამოც, ექიმის ცნობის თანახმად, მან ვერ შეძლო სასამართლოს სხდომის დარბაზში გამოცხადება და სხდომა ჩატარდა პალატაში", - განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე, ხომ არ დაინტერესდა პროკურატურა ბრალდებულის ჯანმრთელობის ცნობის კანონიერებაზე, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის დედა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, პროკურორი პასუხობს, რომ კაჭარავას ჯანმრთელობის ცნობის კანონიერება ეჭქვეშ არ დამდგარა.

"აღნიშნული ცნობის კანონიერება და ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, მითუმეტეს, პროცესის მონაწილეებმა ჩვენი თვალითაც ვნახეთ, რომ დავით კაჭარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა საიმისოდ ხელს, რომ პროცესზე წარმოდგენილიყო", - განაცხადა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა