გიორგი გახარია - შს  სამინისტრო გახსნილია როგორც საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე სტატისტიკის თვალსაზრისით

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის გახსნილი როგორც საზოგადოებისა და სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, სტატისტიკის თვალსაზრისით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გამჭვირვალობა სისტემის რეფორმის ერთადერთი საშუალებაა.

„რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილს, ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ აქ ვიდექით და ვმსჯელობდით, რამდენად მნიშვნელოვანია შსს-ს მუშაობა იყოს გამჭვირვალე. მე დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ კონტექსტში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. სამინისტრო არის სრულად გახსნილი როგორც საზოგადოებისა და სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ასევე, რა თქმა უნდა, სტატისტკის თვალსაზრისით. ძალიან კარგად მახსოვს რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტარებისთვის მაშინ იმ დაპირებას, რომ სტატისტიკა იქნება აბსოლუტურად ღია და ყველასთვის მისაწვდომი, რასაც ვახორციელებთ. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯს ექნება სწორი შეფასება, თუმცა შეფასების მიუხედავად, ჩვენ ამ გამჭვირვალობასა და ღიაობას გავაგრძელებთ, რამეთუ ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ სისტემის რეფორმირების ერთადერთი საშუალება ესაა“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა