რომან გოცირიძე -  მხარს დავუჭერთ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას

რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვას, რომ გახანგრძლივდეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ვადა.

გოცირიძის თქმით, პარლამენტში ერთხელ უკვე იყო შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ მას მერე არაფერი გაკეთებულა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხარს დავუჭერთ. პარლამენტში ერთხელ უკვე იყო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც მნიშვნელოვანი პასუხი დადო, მაგრამ ამის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინ და თუ მსგავსი კანონი შემოვა პარლამენტში, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ,"- აღნიშნა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს