გიორგი გახარია - მ.კ.-სთან დაკავშირებით თქვენ აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკურად ყველაზე ხმამაღალი განცხადება

მ.კ.-სთან დაკავშირებით თქვენ აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ყველაზე ხმამაღალი განცხადება, - ასე მიმართავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს „ევროპული საქართველოდან“ შს მინისტრი გიორგი გახარია იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რატომ არ მოხდა მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მ.კ.-ს მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთებით საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია მოახდინეს. „სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი ჩვენთვის იქნებოდა თქვენსავით გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ.-ზე დევნის დაწყების, მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს. თქვენ მარტივი არჩევანი გააკეთეთ, აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ყველაზე ხმამაღალი განცხადება. ეს თქვენი ნება იყო და აქედან გამომდინარე, თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის ინსტიტუტის. ჩვენ, მაქსიმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში, მას შემდგომ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და იქ ჩვენ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ. ამაზე მეტი საუბარი უპასუხისმგებლობა იქნება, პოლიტიკურ სპეკულირებას კი ადამიანების ბრალეულობით, მათი დაკავებით და მით უმეტეს, იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც იყო, არ ვაპირებ ზოგიერთებივით“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება მ.კ.-ს ნაწილს, მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავადგათ, თუმცა ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს