ანონსი 22 დეკემბერი

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

ქუთაისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N001

22 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი​

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ფაბრიკაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

თემა: “საქართველო და ევროპა” საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომის ავტორს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური წამახალისებელ ფულად ჯილდოს გადასცემს.

მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. N8

22 დეკემბერს, 13:00 საათზე ”ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step” ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით ატარებს საახალწლო გამოფენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მონაწილეობით, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წარმოადგენენ საკუთარ შემოქმედებას. ისინი იმღერებენ, იცეკვებენ, წაიკითხავენ ლექსებს, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და დამსწრე საზოგადოებას დაანახებენ, რომ მათ აქვთ ამოუწურავი შესაძლებლოები. ის, რომ ყველა ადამიანი თანაბარია საკუთარ შესაძლებლობებში და რომ საზოგადოების მხრიდან საჭიროა ამ შესაძლებლობის გამოვლენის ხელშეწყობა.

საკონტაქტო პირი: ნინო გულუა 577792099

მის: აღმაშენებლის 136

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, სპორტულ-ქორეოგრაფიულ ცენტრ დინამიკაში გაიმართება საახალწლო ზეიმი, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ სხვადასხვა კატეგორიის (მათ შორის სოციალურად დაუცველი და დევნილი) ბავშვები, რომლებიც სექტემბრიდან დღემდე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ მრავალპროფილიან სპორტულ-ქორეოგრაფიულ ცენტრ დინამიკაში

მის: ანა პოლიტკოვსკაიას 4. საკონტაქტო ტელ: 599 939563 ლელა გულედანი.

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, „პრემია იკა“ ღვინის ქარხანაში გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

პრემიის „კულტურის ატაშეების“ მიერ შერჩეული კანდიდატებიდან, ჟიურიმ გამოავლინა რვა გამარჯვებული, რომლებსაც 22 დეკემბერსმთავარი ჯილდო- „იკა“ გადაეცემათ.

საკონტაქტო: სანდრო კაკულია - 599811155

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო