კახა კალაძე - პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში

პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

„არანაირ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე არ არის საუბარი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ თარიღებში. ოპოზიციის უფლებაა, გამართავს თუ არა აქციას, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში. ავიღოთ თუნდაც მათი არსებული მდგომარეობა. აშკარაა, რომ შიგნითაც აქვთ დაპირისპირებები“, - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "არანაირ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე არ არის საუბარი" - კახა კალაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა