გიორგი გახარია - სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა

სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გახარიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის იდეის დაზიანებაში დაადანაშაულა.

შს მინისტრმა ოპოზიციას მიმართა, რომ იმედი აქვს, “პასუხისმგებლობა ეყოფათ და საპარლამენტო კონტროლსაც იგივენაირად არ მოექცევიან“.

“როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის ქეისის, რომელიც აქ ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ! მე ამას თქვენ პირდაპირ გპირდებით, გამომდინარე იქიდან როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ საგამოძიებო კომისიის მუშაობა“, - მიმართა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს“ წევრებს.

იხილეთ ვიდეო: "ზედმეტად ემოციური გამოვიდა..." - გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა პარლამენტში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს