სერგი კაპანაძე - შინაგან საქმეთა მინისტრმა პრაქტიკულად ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა

ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პრაქტიკულად ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ შს მინისტრი პარლამენტში უფრო მომზადებული მივიდოდა.

"ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პრაქტიკულად ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა. ახალქალაქის ინციდენტზე საერთოდ პასუხი არ აქვს და ვერ ამბობს, რატომ არ მოხდა იმ ადამიანების დაკავება, ვინც ძალადობა ჩაიდინა. პირდაპირ ამართლებს პოლიტიკურ დევნას. გასაგებია, რომ დავალება აქვს მიღებული, მაგრამ არგუმენტების გარეშე აკეთებს ამას. ხორავას საქმესთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარი პასუხები მოგვცა. ერთი მხრივ, ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა, გაუგებარია, ვინ უნდა დაიწყოს ეს გამოძიება. თვითონ არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ვის ელოდება, ვინ უნდა გამოძიოს, სრულიად გაუგებარია. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მე ნამდვილად ველოდი, რომ ცოტა უფრო მომზადებული იქნებოდა და ცოტა უფრო რიხიანი პასუხები ექნებოდა. როგორც ჩანს, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ყველა ვხედავთ, რომ არსებობს, მართლაც სერიოზულია და ეს პირველ რიგში, აისახა სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლასა და იმ მოუმზადებელ პასუხებზე, რომელიც დღეს მას ჰქონდა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა