ანონსი 24 დეკემბერი

24 დეკემბერს, 10:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრებიან და საარქივო მასალებს დაათვალიერებენ.

24 დეკემბერს, 10:30 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ზვიად გამსახურდიას საქმე. მოთხოვნა სპეციალური პროკურორის დანიშვნის შესახებ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 დეკემბერს, 11:00 საათზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ხორავას ქუჩის საქმეში არსებული დარღვევები

მის: ნ. ბოხუას ქ #6

24 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი დავით ჭიჭინაძე პრესკონფერენცას გამართავს.

თემა: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება; გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტში; დავით კირკიტაძის დაკავება და ოპოზიციის პროტესტი; მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 დეკემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

24 დეკემბერს, 11:30 საათზე, ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

24 დეკემბერს, 11:30 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შშმ სტატუსის მქონე ორასამდე აღსაზრდელისთვის, გასართობ ცენტრ „რია-რიაში“ საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე დაესწრება.

მის.: რუსთაველის #2/4, სავაჭრო ცენტრი „გალერია“, მეოთხე სართული

საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595169163

24 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.

მის.: ქუთაისი, აღმაშენებლის ქ. N112

საკონტაქტო პირი ქეთევან ბიგვავა - 599084520

24 დეკემბერს, 12:00 საათზე ევროპული საქართველოს წევრების, სერგო რატიანის და სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი (ბიუროს ოთახთან) საკონტაქტო ინფორმაცია:თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 დეკემბერს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სასულიერო პირები მრევლთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავენ, მოთხოვნით, არ ჩამოასახლონ საქართველოში სირიელი ლტოლვილები.

24 დეკემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა აქციას გამართავს და საბჭოს საქმიანობას გააპროტესტებს. აქციის მონაწილეები 14:00 საათზე პრეზიდენტის ახალ რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.

საკონტაქტო პირი ლაშა სტურუა - 591 25 09 76

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით - “პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“.

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკი და Allproperty.ge პრესკონფერენციას გამართავენ, რომელზეც მხარეებს შორის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

მის.: ატენის ქ. #2, თიბისი ბანკი, მეხუთე სართული

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია გამართავს საგანგებო ბრიფინგს, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის ეთერით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

მის: ჩარგლის ქ.73

24 დეკემბერს, 14:00 საათზე, ცესკოში სხდომა გაიმართება.

24 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, განათლების სამინისტროში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების“ კონკურსის გამარჯვებული მკვლევარების მიღება გაიმართება, სადაც გამარჯვებული დოქტორანტები საკუთარ პროექტებს წარადგენენ.

მის.: უზნაძის 52

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მრჩევლებს წარადგენს.

მის: ათონელის ქ. N 25

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები “არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თბილისი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, თსუ მე-6 კორპუსის (პირველი კორპუსის პირდაპირ) სააქტო დარბაზში (მე-3 სართ.) გამოჩენილი ქართველი მეცნიერ-პედაგოგის და ხელმძღვანელის ნოდარ ნაჭყებიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ „მაგნოლია 2018“ გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს.

ღონისძიებას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

24 დეკემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლი გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას გამართავს. მის.: მაჩაბლის ქ. #13