პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო. სხდომაზე დღეს საბაჟო კოდექსის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ. თუმცა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე საკითხის განხილვას აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, კანონპროექტი 2000 გვერდზე მეტია, შესაბამისად, დეპუტატებს ის არც კი წაუკითხავთ. ამიტომ პარლამენტმა საკითხი არ უნდა განიხილოს.

„მთავრობამ უნდა შეწყვიტოს პარლამენტზე ზეწოლა და პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ სხდომის დაწყებამდე.

თავის მხრივ, დავით ჭიჭინაძემ კანონპროექტის განხილვა სხდომის დაწყებისას გააპროტესტა.

ჭიჭინაძის თქმით, საკითხს ფიზიკურად ვერავინ წაიკითხავდა და მხოლოდ კომიტეტის აპარატის შენიშვნებზე დაყრდნობით მისი განხილვა არ უნდა მოხდეს.

ჭიჭინაძემ დეპუტატებს მიმართა, დაესახელებინათ თუნდაც ორი მუხლი კანონპროექტიდან, რომელიც მათ წაიკითხეს. თუმცა მუხლები ვერავინ დაასახელა.

ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ, განიხილონ თუ არა აღნიშნული საკითხი.

იხილეთ ვიდეო: ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის დეპუტატებმა საბაჟო კოდექსის განხილვა გააპროტესტეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს