რომან გოცირიძე - პარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად

პარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. ის პარლამენტში "საბაჟო კოდექსის" შესახებ კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვს.

როგორც გოცირიძე განმარტავს, კანონპროექტი 2000 გვერდზე მეტია და მას ისე განიხილავენ, რომ დეპუტატებს არც კი წაუკითხავთ.

„საბაჟო კოდექსი“ არავის წაუკითხავს, არც არავინ წაიკითხავს. ორ დღეში უნდათ მიიღონ 2000- გვერდიანი დოკუმენტი. ვერ წავიკითხავთ ამას. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა პარლამენტზე და პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს „საბაჟო კოდექსის“ განხილვა, რომ მერე მშვიდ ვითარებაში იყოს განხილული ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი. მთავრობა თავის დროზე ვერაფერს აკეთებს დროულად და მერე დეპუტატებს აიძულებენ მიიღონ ისეთი დოკუმენტები, რომელიც არავის აქვს შესწავლილი. შეიძლება ამ და თანმდევ სხვა დოკუმენტებს კორუფციის რისკებიც ახლდეს, ამიტომ უნდა მთავრობას მისი "გაპარება". პარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად, სად იყვნენ აქამდე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა საკითხის განხილვის შეწყვეტა დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზევე მოითხოვა, თუმცა საკითხს მაინც განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა