დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული მკვლევრების მიღება გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული მკვლევრების მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების მიღება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 160 საპროექტო განაცხადი, რომლებიც შეფასდა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი. შესაბამისად, აღნიშნული კონკურსის წარმატების ინდექსი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და 34% შეადგინა.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 54 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 33 სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. 2018 წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ბიუჯეტია 525 000 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-იანი ზრდას შეადგენს.

აღნიშნული კონკურსი არ აწესებს რაიმე ასაკობრივ ზღვარს აპლიკანტისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნიერსიტეტებში დარეგისტრირებულ ნებისმიერი ასაკის დოქტორანტს. ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს