ანონსი  25 დეკემბერი

25 დეკემბერს, 10:30 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

მის.: წერეთლის გამზ. #116, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სეზონური ვირუსი; დაავადების გავრცელების მაჩვენებელი და ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ენერგოომბუდსმენი) 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მის.: მიცკევიჩის ქ. #19

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კვლევა ბენზინში ტყვიის შემცველობის შესახებ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

ტელ.: 593 53 45 24

25 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექიმი-პედიატრის ინგა მამუჩიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. ღორის გრიპის გავრცელება; რა საფრთხის მატარებელია H1N1 და რაში გამოიხატება მისი რთულად მიმდინარეობა; როგორია მიმართვიანობა კლინიკებში, როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს - რეკომენდაციები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

ტელ.: 593 53 45 24

25 დეკემბერს, 11:30 საათზე, „მწვანეთა მოძრაობის“ ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ავთანდილ გელაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კვლევის შედეგები შემდეგ საკითხებზე: ორი სამინისტროს შერწყმის შედეგები; აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საახალწლო პერიოდში ქუჩის ბაზრობები - სარისკო რძის და ხორცპროდუქტები და სასმელები, გაფრთხილება და მიმართვა მოსახლეობას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის ოთახი № 520(C კორპუსი, V სართული)

25 დეკემბერს, 13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N317

25 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წარმომადგენელთა შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებთან.

თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ფერმერები საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ დანელიას სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე და მასზე პასუხების მისაღებად შეხვდებიან.

მის: ხორავას ქუჩა N4 .

საკონტაქტო პირი: 591051905 ნათია მსხილაძე, ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში “თიბისი კაპიტალისა” და „ლისი დეველოპმენტის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართება.

თემა: ობლიგაციების საჯარო ემისია.

მის.: მარჯანიშვილის #7, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისი

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

25 დეკემბერს, 14:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი.

25 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერიის მუშაობის ერთი წლის ანგარიშს წარადგენს.

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ოფისში გაიმართება ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა, რომელსაც დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი დავით ბუღაძე.

მის.: თბილისი, გ. ლეონიძის ქ. #2, ბიზნესცენტრი - „ტაბიძე 1“

საკონტაქტო პირი ანანო გომართელი - 577 79 19 99

25 დეკემბერს, 18:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

25 დეკემბერს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „თოვლის დედოფალი“ პრემიერა გაიმართება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32ა

ტელ : +995 32 229 47 15

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა