დავით სერგეენკო - მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა

მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი.

“ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისათვის, სამედიცინო დახმარების მიღებისათვის, ეს დამახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს დანახარჯები მათ მედიკამენტების შეძენაში გადაამისამართეს, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების ვერშეძენა 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. შემცირება არის, თუმცა, რა თქმა, უნდა, ეს შემცირება უფრო დიდი უნდა იყოს. ეს რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მართლაც უმნიშნელოვანესი რამ და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რადგან თუ 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიგნება ამ კვლევაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა