რომან გოცირიძე - როცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში

როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამას საზოგადოება ხედავს, ოჯახის და ქვეყნის შემოსავლების ზომით.

დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ არც გამოსავალი არსებობს და არც გამოსავლის გზები ხელისუფლებისგან, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოუდგენელია ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე. განვლილი 6 თვიდან ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, მივდივართ უკან და უკან. როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. მთავრობა მოწყდა ხალხს, აი ეს არის მთავარი ვერდიქტი, ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამისა", - განაცხადა გოცირიძემ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკირ კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მოუსმენენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს