პატრიარქი - ჩვენი ერი მოსიყვარულეა - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი

ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.

„41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენ დახმარებას და ლოცვა-კუთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიომ მიულოცა და სპეციალური სიტყვით წმინდა სინოდის სახელით მიმართა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხდა დიდი სულიერი ღვაწლისთვის.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენი ერი მოსიყვარულეა, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტან ეს ჯვარი" - 41 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა