გიორგი ქობულია - ვისაც აქვს პრეტენზია, შემიძლია სახალხოდ დავუჯდე განხილვაზე, მაგრამ არ ვურჩევდი

ნურავინ ეცდება იმის გამყარებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ნაკლებად უჭირდა ხალხს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„ბევრჯერ გაჟღერდა, თუ რა კომენტარი გავაკეთე გასაჭირთან დაკავშირებით. ბევრმა ვერ გაიგო თუ რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი: საქართველოში ხალხს საოცრად უჭირს. ხალხს დღეს ბევრად უფრო მეტად არ უჭირს, ვიდრე გუშინ, თუმცა ამ ფაქტით, ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ვისაც აქვს პრეტენზია, შემიძლია სახალხოდ დავუჯდე განხილვაზე, მაგრამ არ ვურჩევდი. არ უჭირს ხალხს მეტად, ვიდრე უჭირდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, - განაცხადა ქობულიამ.

ის ასევე გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რაც მის მოსკოვში ცხოვრებას ეხება.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსკოვში ცხოვრობდაო. შესაძლოა მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში შესაძლოა, მეტი ვიცი, ვიდრე ბევრმა თქვენგანმა ვინც 20 წელია აქ ცხოვრობთ“, - მიმართა „ევროპულ საქართველოს“ ქობულიამ.

იხილეთ ვიდეო: "ვისაც აქვს პრეტენზია, შემიძლია სახალხოდ დავუჯდე განხილვაზე, მაგრამ არ ვურჩევდი" - გიორგი ქობულია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა