გიორგი ტყემალაძე - მერის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საკრებულოში თვითმმართველობის როლის გაძლიერებითვის მნიშვნელოვანი მოვლენაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის მიერ საკრებულოსთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ანგარიში, რომელსაც დედაქალაქის მერი წარადგენს, თბილისში განხორციელებულ იმ მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულდა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, ყურადღებით მოვისმინოთ ანგარიში. დარწმუნებული ვარ, საინტერესო მოსაზრებები იქნება, ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული და გვექნება საგნობრივი განხილვა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ასევე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა