ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე შევა.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან გასაჯაროვდეს საქმეში არსებული ყველა მასალა, ვინაიდან საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ან მათთან დაახლოებულ პირებთან „არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ბრალდება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან კეთდება, უსაფუძვლოა“.

ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვა, მას ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა