ირაკლი ზარქუა - ოპოზიცია ისევ აგრძელებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ზარქუამ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებებისთვის მერია 2 მილიონ 700 ათას ლარს ტენდერის გამოცხადების გარეშე ხარჯავს და ამისთვის პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა.

„გუშინ, საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტს განვიხილავდით, ოპოზიციამ კითხვები დასვა და პასუხებს არ მოუსმინა, დატოვეს სხდომა. ეს მათი ხელწერაა, ბრალდება წამოგიყენონ და მერე გაიქცნენ. დღევანდელი მათი განცხადებაც მორიგი სპექტაკლია. მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გამოიყო საახალწლო ხარჯებისთვის, ეს არის მუნიციპალიტეტის თანხა და ის დაიხარჯება მუსიკოსების, მომღერლების ანაზღაურებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი თავისი განკარგულებით, თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტს, რომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე, მოხდეს ამ თანხების ათვისება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ მუსიკოსები. ეს არასდროს არ მომხდარა. მაგრამ ოპოზიციის მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან 2019 წლის ბიუჯეტზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი აქცენტირებულია დედაქალაქის საჭიროებებზე, გაზრდილია სოციალური მიმართულებები, რომლისთვისაც 192 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა