ანონსი  27 დეკემბერი

27 დეკემბერს, 10:00 საათზე, საპარტნიორო ფონდი, გორის რაიონის სოფელ დიცში „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული პროექტის - „ვაშლის ჩიფსების“ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გახსნის.

მისამართი : გორის რაიონი. სოფელი დიცი

საკონტაქტო პირი ნათია წულაძე - 577 46 17 67

27 დეკემბერს, 10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

ქუთაისი, დარბაზი N301

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს.

მის.: მარშალ გელოვანის #6 (ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზი)

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N304

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N504

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

ქუთაისი, დარბაზი N303

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს და განცხადებას გაავრცელებს.

თემა: უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძესთან და სხვა კანდიდატებთან გასაუბრების ჩანიშვნის საკითხი.

მის.: ჭოველიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, ზოგადი ქირურგი, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი დავით ლოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საახალწლო პერიოდში პიროტექნიკით მიყენებული მძიმე დაზიანებები; სტატისტიკა; კლინიკებისთვის მიმართვიანობის მზარდი რაოდენობა და გაფრთხილება მოსახლეობას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ზვიად გამსახურდიას საქმე და შეხვედრა გენერალურ პროკურორთან.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ეკონომიკის მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა. მიმდინარე პროცესები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, სსიპ-საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოლიმპიურ ცენტრში სპორტის თვალსაჩინო მოღვაწის, საქართველოში პირველი სპორტული სკოლა ინტერნატის სული ჩამდგმელის, გიორგი მერკვილაძის სახელობის ბარელიეფი გაიხსნება.

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი მიმდინარე წელს შეაჯამებს.

საკონტაქტო პირი მარიამ ალუღიშვილი - 598 27 87 81

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, პრესკლუბ "მედია რუმში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლების ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თეთრი ხიდი

მის: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა #8 (ქუთაისიპოსტის ოფისი).

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისთვის განკუთვნილი ახალი შენობა გაიხსნება.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრიფინგი.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

27 დეკემბერს, 19:30 საათზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) წიგნის ,,ქართული ანბანი 33 ემოცია’’-ს პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: მერაბ ალექსიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი ნანუცა კიკნაძე - 558 19 51 19

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა