ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ გადალახვის წესი შეცვალა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნაულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ადრე შეეძლოთ დანარჩენ საქართველოსთან არსებული „საზღვარი“ გადაეკვეთათ პასპორტით და სპეციალური საშვით, ახლა მისი გადაკვეთა შეეძლებათ მხოლოდ საშვით, რომელსაც გასცემს „რესპუბლიკის“ სასაზღვრო სამსახურის უსაფრთხოების კომიტეტი.

დეფაქტო მთავრობის განცხადებით, ახლად შემოღებული წესი კომპეტენტურ სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ ინფორმაცია მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან „საზღვარს“ კვეთენ გამარტივებული წესით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა