ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას სატრანზიტო გზის გახსნაში

სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სატრანზიტო გზის გახსნაში.

ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„ჩვენი რესპუბლიკა თანაბარუფლებიანი პარტნიორი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო გზის გახსნაში. სხვა ვარიანტები არ შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, იმ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ტრანზიტის საკითხი, მაგრამ სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შეთანხმების შემთხვევაში. სხვაგვარად ეს არ მოხდება“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო