ლევან გოგიჩაიშვილი - ლევან მურუსიძე მორალურ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის ადეიშვილის მოსამართლე იყო - იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს, მის უვადოდ გამწესებაზე

იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უვადოდ დანიშნული მოსამართლე მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ კრიტერიუმებს მურუსიძე ვერ აკმაყოფილებს.

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ იქნება არჩეული. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, საკანონმდებლო ფილტრი. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პლუს პროფესიული. მე არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს, ის იყო ადეიშვილის მოსამართლე. ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაჩერდა, რადგან ჯერ უნდა იყოს გაწერილი მათი არჩევის კრიტერიუმი. იუსტიციის საბჭოს მოვუწედებ, თავი შეიკავონ, მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა", –განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას დღეს გაივლიან. გასაუბრება სულ ექვსმა მოსამართლემ უნდა გაიაროს, მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძე. ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს. სასამართლოს მეორე ინსტანციაში მურუსიძე 2016 წლიდან არის დანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა