პარლამენტმა სკოლებში “დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს ,,დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ზაზა გაბუნია განმარტავს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.

„აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს „დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას“, - განმარტავს დეპუტატი.​

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს