უჩა ძოძუაშვილი - 2019 წელს “დელტა” საავიაციო მიმართულებით  მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, 2019 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ მან 2018 წლის შეჯამებისას განაცხადა. უჩა ძოძუაშვილის თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც 2019 წელს მოხდება, არის “დელტას” მონაწილეობა აზიის უდიდესი სამხედრო ტექნიკის გამოფენა IDEX-ზე.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინსფრასტუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. 2019 წელს ახალი შესაძლებლობა გვექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ისეთი დეტალების წარმოება აღვადგინოთ, როგორიც არის თვითმფრინავის ცენტროპლანი. 2019 წელს “დელტა” საავიაციო მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ”,- აღნიშნა მან.

უჩა ძოძუაშვილმა მიმდინარე წელს შესრულებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს “დელტაში” განვითარება ყველა მიმართულებით მოხდა, დაწყებული ახალი პროექტების შექმნიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით.

„შევქმენით ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” და დამატებით ასევე შევქმენით კიდევ ორი მოდული: 23 მილიმეტრიანი ცეცხლისმართვის მოდული და 120 მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემა, რომლის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა IDEX-ის გამოფენაზე მოხდება. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელიც გამოფენიდან პირდაპირ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში მიემართება, რათა გამოსცადონ და სამხედროებმა შეაფასონ. ასევე, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეხება აქ არსებული საწარმოს აღდგენას. გარდა ამისა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ავაშენეთ სამეცნიერო კვლევითი საწარმო ინსტიტუტი - მეტალურგიის ინსტიტუტი, რომელიც უკვე გვაძლევს დადებით შედეგებს”,- აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა