„დელტა“ - 2018 წელს კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად, ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი ავარიდეთ

2018 წელს კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ დასაცავი ტერიტორიის ოდენობამ 800 000 ჰექტარი შეადგინა, საიდანაც 4 460 ჰექტარი დაისეტყვა, რამაც ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი აარიდა, - ამის შესახებ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ 2018 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

„დელტას“ მონაცემების თანახმად, წელს, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობამ 97,9% შეადგინა.

„ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მიუხედავად სისტემის სირთულისა „დელტას“ სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის ,კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან კლებაში გამოიხატება.

2018 წლიდან კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისი გაუწია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა.

დასაცავი ტერიტორიის ოდენობამ შეადგინა 800 000 ჰექტარი, აქედან დაისეტყვა მხოლოდ 4 460 ჰექტარი, ეფექტიანობამ შეადგინა 97,9% რამაც ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი აარიდა 26 50 000 ლარის საოპერაციო ხარჯის ფასად“, - აღნიშნულია 2018 წლის შეჯამებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა