ანონსი 28 დეკემბერი

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ქართველ სპორტსმენსა და მწვრთნელს, WWFC-ის ეგიდით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის ორგზის მფლობელ რომან დოლიძეს შეხვდება.

თბილისი, სათათბირო ოთახი N113 (A კორპუსი)

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეფორმა; კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით; მერიის მიერ გამოცხადებული ექსკლუზიური აუქციონი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მოსამართლეები.

28 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბოლო პერიოდში, მედიაში აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ სავაჭრო-სამრეწველო პალატა კვლევის „საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებები“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება.

საკონტაქტო პირი სოფო მაქაცარია - 591650500

28 დეკემბერს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით, ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ წარმომადგენელი გიორგი გოგელია ეროვნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს საჩვენებელ ლექციას „სპორტსმენთა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა ინტელექტის ამაღლების სპეციალური კურსის შესახებ“.

თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

28 დეკემბერს, 14:30 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 305), საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილ წევრს, ევროლიგის წარმატებულ ვეტერან კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები, კსუ-ს ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

მის.: ჩარგლის ქ. N 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი ანანო - 599 56 34 55

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შიდა და გარე რეკლამის აუქციონის გამოცხადების თაობაზე კომენტარს გააკეთებს.

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მოხალისეობის განვითარების პროგრამის - “საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები, სიგელი გადაეცემა პროგრამაში მონაწილე ყველა მოხალისეს.

მის.: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; უზნაძის 52

28 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია, თემაზე „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“.

თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

28 დეკემბერს, 17:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე გამართავს ბრიფინგს მმართველ პოლიტიკურ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისამართი: საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, 410-ე ბრიფინგების ოთახი

საკონტაქტო პირი - რუსუდან ჯამასპიშვილი - 551 19 31 81

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, კომპანია „ბადაგონი“ ალავერდის ეპარქიასთან ერთად გამართავს ახალი ბრენდის BADAGONI HOME-ის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას სასტუმროში Courtyard Marriott. უშუალოდ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება ამავე ბრენდის პირველი სივრცის - სასტუმროს, ღვინის რესტორნისა და ღვინის მაღაზიის გახსნის გრანდიოზული ცერემონია მულტიმედია შოუს თანხლებით. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან მინისტრები, საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები.

28 დეკემბერს, 18:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და წარმატებულ სასამართლო ინსტანციას, კერძო და საჯარო უწყებებს, ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოებს.

მის.: ლ. გუდიაშვილის ქ. #7

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს