სოფიო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, სწორედ იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ჟურნალისტების კითხვის პასუხად მან განმარტა, რომ ზოგადად, პარტიის თავმჯდომარე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს და გუნდში მსჯელობენ.

„ხდება სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ეკა ბესელიას კომიტეტიდან წასვლა უკავშირდება მოსამართლეების თემას. თემაზე ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. პირიქით, კარგად უნდა გავიაზროთ პროცედურები და ამით მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ მისი წასვლა ვერ დაუკავშირდება მოსამართლეების თემას. ამ ორი საკითხის დაკავშირება არის გაუგებარი და ვფიქრობ, არანაირ კავშირში არ არის. რაც შეეხება ბესელიას წასვლის მიზეზს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამაზე არაერთხელ ყოფილა მსჯელობა გუნდში და ალბათ, დადგება დრო, ამაზე საზოგადოებას ეცნობება. პარტიის თავმჯდომარე ბუნებრივია, ისევე, როგორ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გუნდში“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი